მცირდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ბიუჯეტი და იზრდება სარესტორნო ხარჯები – თბილისის ბიუჯეტი 2019

თბილისის საკრებულოში, კომისიების ფორმატში დედაქალაქის 2019 ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს არის მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი

„ის ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის უფრო მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი. 45 მილიონი ლარით მცირდება დედაქალაქის ბიუჯეტი, მიუხედავად ამისა, იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი და ასევე იზრდება მომსახურეობის მუხლი. ეს გულისხმობს სარესტორნო ხარჯებს და მათი პირადი ფუფუნების საგნების მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას. ამ დროს მცირდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ბიუჯეტი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წარდგენილი პროექტით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 871 600 000 ლარს.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.