მძიმეა იმის მოსმენა, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა – პრეზიდენტი ქართველ სამხედროებზე

საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის მხრიდან ქართველ სამხედროებზე გამოცხადებულ დევნაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე აცხადებს ნებისმიერი ჯარისკაცის დაცვა თავმოყვარე სახელმწიფოს მოვალეობაა.

„ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და მძიმე იყო იმის გაგება, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს არავითან შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს და თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, მე ერთმნიშვნელოვნად გიფიქსირებთ პრეზიდენტის აზრს, საქართველოს ყველა ჯარისკაცის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტი პარლამენტს ასევე მოუწოდებს საზედამხედველო ფუნქცია გამოიყენოს და გაზპრომთან ხელშეკრულების საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.