მწერლები “საზმაუს” მენეჯმენტისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს ითხოვენ

მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.საქმე ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას. მწერლებმა საკუთარი შეკითხვები და პრეტენზიები მაუწყებელს ჩააბარეს. ისინი ასევე ბორდთან შეხვედრას და ამ შეხვედრაზე მენეჯმენტის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და მწერლების დასწრებას მოითხოვენ.

„ჩვენ ბორდმა გვთხოვა 3-5 დღის ვადა, რათა ეს პროცედურები დაეცვათ, პრინციპში ეს ვადა გავიდა უკვე, ამოიწურა გუშინ. ველოდებით პასუხს, ველოდებით რეაგირებას,“ – განაცხადა მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.