მწერლები ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ

მწერლები ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ. ახლადშექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს და აცხადებენ სრულ დაუმორჩილებლობას ხელისუფლებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების მიმართ.

ავტორები წერენ, რომ ისინი თვეების განმავლობაში ადევნებდნენ თვალს “დაუჯერებელ პროცესს” – ქართული წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის, მათი არაერთი შედეგიანი საქმისა და პროექტის, თვით ამ ორგანიზაციის ორი არაჩვეულებრივად შედეგიანი ხელმძღვანელის დაუფასებლობას, ქართველი ავტორების სრულ უგულებელყოფას და მათი აზრის გაუთვალისწინებლობას.

მათი განცხადებით, სრულიად უგულებელყოფილია პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობისთვის მზადების საჭიროებანი. ხოლო შეხვედრები, რომლებზეც ქვეყნისა თუ სფეროს მესვეურები მათ ეპატიჟებიან, არის „ფაქტების კონსტანტირებისა და მათ მიერ შექმნილ სურათზე მწერლების დათანხმების მცდელობა“.

„ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი და ხმაურიანი, მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება, ჩვენ მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების დასასტამბად – ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე.

ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი. ყოველი ხელმომწერი პირადად აგებს პასუხს თავის პოზიციაზე, გმობს “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ეროვნული ფონდის” ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას და მხარს უჭერს ახალშექმნილი “ქართული ლიტერატურის ფონდის” ბოიკოტს…

„ბოლო ხანებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულადმსახურებისთვის ჩვენი სფეროს ადამიანები მხოლოდ ისჯებიან. მაგრამ ქართველიმწერლები, როგორც ხელოვანი ადამიანების ერთობა, თუნდაც როგორც მის გარეთმდგომი ცალკეული ხელოვანები, ასევე არ ვაღიარებთ ასეთი ხელისუფლების, ასეთი მინისტრების და მათი მოადგილეებისმორალურ უფლებას, შეგვიცვალონსამუშაო გარემო“, – წერია მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების წერილში, რომელზე ხელმოწერებიც ამ დრომდე გრძელდება.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.