“მწერს, მიშველეო… არ მინდა შვილი მომიკლან” – 25 წლის პატიმრის დედა დახმარებას ითხოვს

25 წლის პა­ტიმ­რის, ნიკა ლო­გუ­ას დედა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. ზუგ­დიდ­ში მცხოვ­რე­ბი ნეს­ტან ცირ­და­ვას თქმით, მისი შვი­ლი, რო­მე­ლიც ორი წე­ლია ბა­თუ­მის #3 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ჯელს იხ­დის, ცუდ პი­რო­ბებ­შია. რო­გორც ცირ­და­ვა ამ­ბობს, ამის შე­სა­ხებ შვი­ლის მიერ დღეს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­დან შე­ი­ტყო.

„თავ­და­პირ­ვე­ლად ქუ­თა­ის­ში იყო, მერე გა­და­იყ­ვა­ნეს ბა­თუ­მის ნო­მერ მე­სა­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ორი წე­ლია რაც ბა­თუმ­შია. მო­უ­თხო­ვია სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან შეხ­ვედ­რა და მას მერე და­ი­წო ზე­წო­ლა. არ მის­ცეს საჭ­მე­ლი და მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა. მე არ მაძ­ლე­ვენ უფ­ლე­ბას, რომ ვნა­ხო ჩემი შვი­ლი. მწერს, მიშ­ვე­ლეო. შვე­ლას ვი­თხოვ, არ მინ­და შვი­ლი მო­მიკ­ლან. მი­ხე­დონ, თუ სამ­კურ­ნა­ლოა უმ­კურ­ნა­ლონ“, – ამ­ბობს ცირ­და­ვა.

რო­გორც ცირ­და­ვა ამ­ბობს, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ზუგ­დი­დის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფის­საც მი­მარ­თა. ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და ასვე შვი­ლის ად­ვო­კატს, იო­სებ ჯა­ნა­ში­ა­საც.

იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ პა­ტიმ­რის წე­რილს გა­ეც­ნო და მის სა­ნა­ხა­ვად ბა­თუმ­ში ჩას­ვლას ორ­შა­ბათს გეგ­მავს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა ლო­გუა 2016 წელს ზუგ­დიდ­ში, სუ­პერ­მარ­კე­ტის გა­ქურდვის მცდე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს და ექ­ვსი წელი მი­ე­სა­ჯა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.