მწვავე დაპირისპირება ივანიშვილის ორ ნათესავს, შმაგი კობახიძესა და უჩა მამაცაშვილს შორის – რა ხდება სამთავრობო კულუარებში?

ივანიშვილის ორი კლანი ერთმანეთს უპირისპირდება. ოლიგარქის დიშვილი, შმაგი კობახიძე და დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ერთმანეთს ეკონომიკის სამინისროს ხელში ჩასაგდებად ებრძვიან. მიზეზი მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და ბიზნეს-გავლენების მოპოვებაა. 

შმაგი კობახიძე მოსკოვში ცხოვრობს. ის რუსულ სპეცსამსახურებთან დააახლოვებული პირია და აქტიურად უჭერს მხარს ასევე რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფ გიორგი გახარიას. მას, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სისხლიან ჯალათად მოიხსენიებს საზოგადოების დიდი ნაწილი. 

სწორედ კობახიძე იყო ის პირი, რომელმაც ბიძის, ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება შეძლო იმაში რომ ოლიგარქს, გახარია, მოხსნის ნაცვლად დაეწინაურებინა, რადგან „ამით რუსეთთან ურთიერთობებს უფრო დაათმობდა“.

შმაგი კობახიძე ახლა ეკონომიკის სამინისტროს სრული კონტროლისათვის და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გახარიას კადრის, ნინო ჯავახაძის დასმისთვის იბრძვის, რითაც ღიად უპირისპირდება ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, რომელმაც ვანო ჩხარტიშვილის თხოვნით ამ პოსტზე პრემიერ ბახტაძეს ნათია თურნავა დაანიშნინა.

ვინ არის ნინო ჯავახაძე?

გახარიამ ჯავახაძე ეკონომიკურ საბჭოში შეამჩნია, საიდანაც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაიყვანა. მანამდე კი, მას პლასტიკური ოპერაციების დაფინანსებაში დაეხმარა…

მოგვიანებით, გახარიამ ჯავახაძე შს სამინისტროშიც გაიყოლა და მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშნა. 

ხოლო მას შემდეგ, რაც სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია შმაგი კობახიძისა და რუსული გავლენების წყალობით ივანიშვილმა პრემიერი გახადა, გახარია-კობახიძის დუეტმა ეკონომიკის სამინისტროზე გავლენის მოპოვება სცადა და „სოლოლაკში შეაგდო“ იდეა – ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების კვლავ განცალკევების შესახებ. 

გახარია-კობახიძის რუსული კლანი ეკონომიკის პოსტზე ნინო ჯავახაძეს ლობირებს. თუმცა, პრობლემა უჩა მამაცაშვილია, რომელიც ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ განცალკევებას არ ემხრობა და ნათია თურნავას უჭერს მხარს. 

კობახიძე-მამაცაშვილის ერთმანეთთან ქიშპობის საფუძველი კი ეკონომიკის სამინისტროში მომზადებული პაკეტია, რომლის მიხედვითაც უახლოეს ხანში სახელმწიფოს კუთვნილი მილიარდი ლარის ქონების პრივატიზება უნდა მოხდეს. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ ოლიგარი და მისი ნათესავები არა ხალხსა და ქვეყანაზე, არამედ საკუთარ ჯიბეებზე ზრუნავენ მაშინ, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს – სიღარიბით სავსე ქვეყანაში.

ლევან ქართველიშვილი

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.