„ნაკლები ილაპარაკეთ, თორემ მერე ერთი კვირა თქვენი სიბრიყვის გამოსწორებას უნდება ნახევარი ფეისფუქი“ – ნინო ჯღარკავა დეპუტატებს

ჟურალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში დეპუტატებს მიმართავს.

„მინიატურული ჩანახატი ჩვენს ძვირფას დეპუტატებს!

პირველ რიგში მინდა მწუხარებით გაუწყოთ, რომ თქვენი დეპუტატობის ბოლო წელია და ამის მერე, მეორედ, მესამედ თუ მეცხრედ თქვენ არც არავინ აგირჩევთ და არც არავინ ჩაგსვამთ სიაში შემდეგი მოწვევის პარლამენტში, ხოდა ეს ბოლო წელი მინდა რომ საკუთარი თავისთვის მაქსიმალურად გაიმეტოთ, ისე ხართ ხალხზე ზრუნვაში დამშვრალი და გადაღლილი, რომ ეს დრო არ დაკარგოთ, იფიქრეთ როგორ განაგრძოთ ცხოვრება მანდატების დატოვების მერე ისე,რომ ყოველდღე არ გაგინონ ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს!

ვიწყებთ, პირველი რჩევა მამაკაც დეპუტატებს! ყოველ დილით სახლიდან გასვლამდე მოიკითხეთ მეზობლები, ვისაც გყავთ რათქმუნდა და დიდი გალავანი არ არტყია თქვენს სრა სასახლეს, შესძახეთ მაინც რა გიჭირთ რა გილხინთქო, კი ვერაფრით დაგეხმარებით მარა დილა მშვიდობისას მაინც გეტყვითქოო, მერე კი ძაან გეზარებათ სოციალურ ქსელში შემოსვლა, სად გაქვთ მაგის დრო მარა, შემოიჭყიტეთ ცალი თვალით და ფრენდებს სტატუსი გამოუცხვეთ, მძიმე დღე! მრავალი წერტილებით და ნუ დაელოდებით ლაიქებს, გადაეშვით საქმეში, სესიიდან სესიამდე და სხდომიდან სხდომამდე დატვირთულებმა მოიწყვეთ განტვირთვა ისევ შემოიხედეთ თქვენს ვოლებზე, იქით გული მიუხატეთ უცნობ ფრენდს,აქეთ ცერა თითი აწიეთ, იქით მოწყენილი სმაილიკი დადეთ, თუ გიფების დრო გაქვთ თლა უკეთესი, ხალხი გადაირევა აგერ ჩემმა დეპუტატმა დამილაიქა, რა კაცია ბიჭოო ვენაცვალე მაგასოო მიგიწერენ, მერე კანონების განხილვა დებატებს რომ მორჩებით, თუ 5 წუთი გაქვთ დრო, ერთი „პროსტინა“ კომენტარი მიუწერეთ ვინმეს, სიგარეტს მიაწექით, აგერ გადავაგდე და დავზოგე ხელფასი და ხალხო თქვენც გირჩევთქოო, გაუხარდებათ იფიქრებენ ნახე როგორ ზრუნავს ეს დიდი კაცი ჩვენზეოო, გულები, ხატები და გიფები მანდაც აუცილებელია, ლოცვებიც გააძლიერეთ, ახლა თუ ერთი ორ პატრიოტულ ლექსსაც შემოსცხებთ თქვენს ვოლზე, მურმანი, მუხრანი კარგია, თქვენზე საყვარელი დეპუტატი არ იქნება სიცოცხლის ბოლომდე! ჩატში არამც და არამც არ უპასუხოთ არავის, სად გაქვთ მაგის დრო მოცლილიაოო იტყვიან მერე, არც წაიკითხოთ თორემ დასინა და დამიკიდაოო გეტყვიან, რა საჭიროა მაინც თხოვნების გარდა არაფერი იქნება და სად შეგიძლიათ ახლა თქვენ მაგდენი, საღამოს რაც შეიძლება გვიან მიდით სახლში, დაე, ცოლსაც ეგონოს კანონებს რომ დააკალით თავი, წავა მერე დაქალებში მოყვება ჩემი ქმარი ქვეყანაზე ფიქრმა დალია და დაასუსტაოო, შემდეგი დღე იხილეთ რჩევა პირველი და ასე გახვალთ ბოლოში…

ახლა ქალ დეპუტატებს, თქვენ მოკლედ გეტყვით ნაკლები ილაპარაკეთ, თორემ მერე ერთი კვირა თქვენი სიბრიყვის გამოსწორებას უნდება ნახევარი ფეისფუქი, დაინდეთ მხარდამჭერები და პიარის სამსახურები, მაინცდამაინც მარკესს და ნიცშეს თუ არ მიაწვებით, ჩექმების და ბეჭდების ფოტოებსაც ნუ დაყრით, საქმიანი სელფები მხოლოდ, ევროპები ,მოსკოვები და პარიზები არ გინდათ , სოფლის ბოლოებს მიაწექით ,  ხოდა თქვენც ქე გაიტანთ ამ ერთ წელს , მერე ზოგი ლექსუსზე და ბენტლიზე გადაჯდებით, საცხა ახლა ერთი ორი მშენებარე ბინებიც გექნებათ მეზობლებზე და საყვარლებზე გაფორმებული და იცხოვრეთ გემოზე , კაცი არ იქნება თქვენი მომკითხავი, აბა ჰეე წარმატებებიი 2020 მდე“, – წერს ჟურნალისტი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.