ნაპოვნია ასობით დაუმარხავი გვამი და ძვლები

ესპანეთში, კუნძულ მაიორკაზე, კერძოდ, ქალაქ მანაკორში, ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით დაუმარხავი ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასაფლაოს შემოვლისას ჩაკეტილი ოთახები აღმოაჩინეს. სასაფლაოს წინა მმართველი ორი წლის წინ გარდაიცვალა, ახალს კი ამ ოთახების გასაღები არასდროს ჰქონია, ამიტომ ინსპექტორებს კარების გატეხვა მოუხდათ.

ოთახებში მათ აღმოაჩინეს ასობით დაუმარხავი ცხედარი და ძვლებით სავსე ყუთები აღმოაჩინეს. ადგილობრივმა ვარაუდით, ცხედრები ოთახებში 1980-იან წლებში, სასაფლაოს რეკონსტრუქციის დროს შეიტანეს, თუმცა რატომ არ დააბრუნა სასაფლაოს ადმინისტრაციამ ცხედრები საფლავებში მოგვიანებით, უცნობია.

http://hotnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.