ნარმანია: თბილისის მერობის კანდიდატი ქალაქის სპეციფიკას უნდა იცნობდეს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერობის კანდიდატისთვის აუცილებელი მახასიათებლები ჩამოთვალა. მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად “ქართულ ოცნებაში” კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.

“მნიშვნელოვანია ის, რომ იქნება კონსულტაციები, გუნდური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით იქნება კანდიდატურა შერჩეული. რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ის, რომ კრიტერიუმები და მოთხოვნები ჩვენი გუნდის მხრიდან კანდიდატთან დაკავშირებით იქნება უცვლელი. კანდიდატი უნდა იყოს სამეურნეო საქმიანობაში კარგად გარკვეული ადამიანი, უნდა იცნობდეს ქალაქს, მის თავისებურებებს, სპეციფიკას, ჰქონდეს შესაბამისი კომუნიკაციის ნიჭი და უნარი,”- – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ნარმანიას მიერ თბილისის მერობაზე მეორე ვადით კენჭისყრას, მერმა უპასუხა, რომ “საბჭოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება.”

წყარო: imedinews

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: