ნატო მზადაა, ბრიტანეთს სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს – სტოლტენბერგი

ნატო მზადაა, ბრიტანეთს სკრიპალისმოწამვლის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს – ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი მზადაა, ბრიტანეთს საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. ნატო-ს გენერალური მდივანმა რუსეთს მოუწოდა, საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს და უზრუნველყოს ყველა ინფორმაცია ქიმიურ ნივთიერება A-234-თან დაკავშირებით.

თავის მხრივ ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზომებთან დაკავშირებით, ბრიტანეთი ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად მუშაობს.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.