ნატო რუსეთისგან რაკეტების განადგურებას ითხოვს, თუ არადა “გადამწყვეტი ზომებით” იმუქრება

„ნატო საპასუხო ზომებს მიიღებს თუ რუსეთი 2 ავისტომდე არ შეასრულებს ხელშეკრულების პირობებს საერთაშორისო ბირთვული ძალების მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციაზე,” – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტონტელბერგმა.

„რუსეთმა 2 აგვისტომდე კონტროლის დაცვით უნდა გაანადგუროს კუთვნილი რაკეტები ესესცე-8, რომლებიც არღვევენ ხელშეკრულების პირობებს,” – თქვა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მოსკოვს ამისთვის აქვს მთელი ხუთი კვირა, რათა შეინარჩუნოს შეთანხმება.

მისივე თქმით, თუ რუსეთი რაკეტებს არ გაანადგურებს, ნატო მიიღებს გადამწყვეტ ზომებს.

„ჩვენი პასუხი იქნება თავდაცვითი სახის და კოორდინირებული, ჩვენ არ ავსახავთ სარკისებურად რუსეთის ქმედებას, ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაში ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტების განთავსებას და არ გვინდა ახალი რბოლა შეიარაღების მხრივ,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე განცხადებით, ალიანსის ევროპული ქვეყნები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი საჰაერო თავდაცვითი სისტემები ეფექტურია. „ეფექტური თავდაცვითი ზომები ნიშნავს, რომ ევროპამ მიაღწიოს ტექნოლოგიური უპირატესობა, მათ შორის კოსმოსურ და კიბერ სივრცეში, ასევე ხელოვნური ინტელექტის სისტემაში.”

ვაშინგტონმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი 2014 წლის „საერთაშორისო ბირთული ძალების” ხელშეკრულების დარღვევაში. აშშ ირწმუნება, რომ რუსეთმა უნდა გაანადგუროს რაკეტები, რომელთა რადიუსი და მოქმედების დიაპაზონი არღვევს ამ შეთანხმებას.

ამერიკული მხარე აღნიშნავს, რომ ახალ ბირთვულ რაკეტებს ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ.

2 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეაჩერებს მონაწილეობას ხელშეკრულებაში, რომელიც საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს კრძალავს. შესაბამისი კანონი დამტკიცდა 18 ივნისს რუსეთის დუმაში, ხოლო საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს ფედერაციის საბჭოს მიერ.

ფედერაციის საბჭოში კი აცხადებენ, რომ რუსეთი არ დაუბრუნდება ხელშეკრულების შესრულების პირობებს, სანამ ალიანსი იმუქრება და უკეთესი იქნება თუ ნატო თავის „უფროს ძმას”, აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპაში არ განათავსებინებს მსგავსი კლასის რაკეტებს.

25 ივნისს რუსეთის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონს „საერთაშორისო ბირთვულ ძალების” ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე, და იგი პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.