ნაცემია სამი მოხუცი – თერჯოლაში სამმა პირმა მოხუცების ოჯახი დააყაჩაღა – ყაჩაღების თარეში უკვე ყველა ზღვარს გასცდა?

თერჯოლის რაიონში სოფელ ბარდუბანში ღამის საათებში ოჯახს თავს დაესხნენ.

„პრაიმტიამის იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, სამი ამ დრომდე დაუდგენელი პირი ოჯახში შეიჭრა, ისინი ფულს და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ.

შემთხვევის დროს ოჯახში ორი ასაკოვანი ქალბატონი და ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. არსებული ინფორმციით, სასტიკად ნაცემია ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი.

„სახლიდან არაფერი არ არის წაღებული, არც არაფერო ჰქონდათ და რას წაიღებდნენ. მოხუცები კი ძალიან შეშინებულები არიან, ამბობენ სცემეს კიდევაცო”,- ამბობს ოჯახის მეზობელი.

მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩარობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღოიბაში მონაწილე პირები სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.