„ნაციონალურ მოძრაობას“ სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, მაგრამ უნიჭოები არიან, არ გამოსდით – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას საჭიროდ არ მიიჩნევს. კალაძე ოპოზიციის კითხვას პასუხობს, რატომ არ იყო ხარისხის ექსპერტიზა ჩატარებული მეტროსადგურ ვარკეთილში.

დედაქალაქში მერი ამბობს, რომ გასულ წლებში ხელშეკრულებებში მსგავსი შეთანხმება არ იდო. კალაძე ოპოზიციას პოლიტიკური შოუს მოწყობაში ადანაშაულებს.

„გუშინ იყო ყველა წარმომადგენელი მერიიდან, ადამიანები, რომლებიც კომპეტენტური არიან ამ მიმართულებით. იქ მათ შეეძლოთ კითხვები დაესვათ, იმიტომ იყვნენ ის ადამიანები იქ მისულები, რომ დასმული შეკითხვებისთვის ეპასუხათ. თუმცა ერთია მართლა გაღელვებდეს და გული შეგტკიოდეს დედაქალაქზე, განსახორციელებელ თუ განხორციელებულ პროექტებზე და მეორეა, შენი ვიწრო გონებრივი აზროვნებით იყო მიმართული მხოლოდდამხოლოდ პარტიული ინტერესების დაცვისკენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ვითამშრომლოთ ყველა პარტიასთან, ვინც კონსტრუქციულია, გული შესტკივა დედაქალაქზე, კარი ყველასთვის არის ღია, მაგრამ ამ ადამიანებს უნდათ სატელევიზიო შოუების მოწყობა, აქაც მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ აქაც უნიჭოები არიან, აქაც არ გამოსდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.