„ნაცმოძრაობა“ სტრატეგიას ცვლის და აქციებს სოციალური მოთხოვნებით იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტეტსო აქციებს იწყებს მოთხოვნით გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიით გარანტირებულ სესხებზე. როგორც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონრებს პენსიით გარანტირებულ სესხებზე, სხვა ტიპის სეხებთან შედარებთ სამჯერ მეტს პროცენტს ართმევს – 36%-ს, რაც პენსიონერების გაძარცვას ნიშნავს. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურის საპროტესტო აქციების შემდეგ, ცდილობს ამ ტალღას მოერგოს და ამით ამომრჩეველთა წრე გაიფართოვოს.

„არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პენსიონერებით არიან დაინეტერესებული. თუ არა ვცდები, მათ დროსაც იყო პენსიებით გარანტირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები. „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს ახალ თემებს, ისეთ თემებს,  რომელიც მომავალი არჩევნებისთვის გამოადგება. 

„არა მხოლოდ პენსიონერების, არამედ მთელი მოსახლოების სოციალური მდგომარეობა რომ მძიმეა, ეს არავისთვის ახალი არ არის. წლებია მოსახლეობაში არის პროტესტი, თუმცა სოციალური მოთხოვნებით  ქუჩაში არ გამოსულა; მაგრამ დღეს, როცა თავად  მოსახლეობამ დაიწყო საპროტეტსო აქციები და ამის  ნათელი  მაგალითი ჭიათურაა, სადაც სოციალური მოთხოვნებით მთელი ქალქი ქუჩაში გამოვიდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ სოციალური თემით დინტერესდა, ცდილობს ამ ტალღას მოერგოს და იწყებს ფართომასშტაბიან აქციებს თემის გასაღრმავებლად. ანუ, პოლიტიკური  მოთხოვნები უკანა პლანზე გადადო და ცდილობს  ამ თემის სპეკულირებით ამომრჩევლის წრის გაფართოვებას“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.