ნახევარი საუკუნე სკოლაში [Video]

56 წელია ეთერ მუმლაძე სკოლაში მისასვლელად ყოველ დღე 7 კილომეტრს გადის, ავტობუსი თუ არ იქნება, ხშირად ფეხით. დაწყებითების მასწავლებელმა მუშაობა 19 წლისამ დაიწყო და უკვე 14 თაობა აღზარდა. ნახეთ, ახალციხის ყველაზე მრავალწლიანი პედაგოგის ისტორია “სამხრეთის კარიბჭეს” რეპორტაჟში.

ბავშვობის ოცნება–პედაგოგი გამხდარიყო, 19 წლის ასაკში აიხდინა. სკოლის კედლებში გატარებულ ნახევარ საუკუნეს მისი მოგონებები და საოჯახო ალბომები ინახავს.

ეთერ მუმლაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლებს შორის, ერთ–ერთი ყველაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგია. ამბობს, რომ ჯერ პენსიაში გასვლას არ აპირებს. სკოლის კედლებში დარჩენას იქამდე გეგმავს, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება შეეძლება.

ნახევარი საუკუნე სკოლაში [Video]

[ლუბა გიორგაძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]

sknews

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.