ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც პრეტენზიებს გამოვთქვამთ რუსეთზე, ყველგან აგვაფარებენ ამ წერილს – ხუხაშვილი

რუსეთმა სათავისოდ გამოყენა ის მძიმე შეცდომები, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა კრემლში გაგზავნილ განცხადებაში დაუშვა- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც პრემიერის მიერ მოსკოვში გაგზავნილ წერილს ეხმაურება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ნეგატიური შედეგები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება.

„პრემიერმა დაუშვა მძიმე შეცდომა და რუსეთმა როგორც მოსალოდნელი იყო ეს გამოიყენა სათავისოდ, თავის სასარგებლოდ. ნეგატიური შედეგები გაგრძელდება იქამდე, სანამ კვირიკაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი. იმიტომ რომ ნებისმიერ შეხვედრაზე ან ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ჩვენ პრეტენზიებს გამოვთქვამთ რუსეთზე, ყველგან აგვაფარებენ დღეის შემდეგ ამ წერილს. გვეტყვიან, მე რა შუაში ვარ, როცა შენ თვითონ ამბობ, რომ მზად ხარ ელაპარაკო აფხაზებსა და ოსებს და მხოლოდ დახმარებას ითხოვ და ჩემთან რა პრობლემა გაქვს?“-ამბობს გია ხუხაშვილი.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.