ნეით შენკანი – ხელისუფლება სერიოზულად უნდა მიუდგეს Freedom House-ს კრიტიკას

Freedom House გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება.

“უჩვეულო არ არის ჩვენთვის ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა. მესმის, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა ჩვენი ანგარიში. შესაბამისად ის წარმოადგენს წყაროს ლეგიტიმურობისათვის და კრიტიკისთვისაც. მიგვაჩნია, რომ რეაგირების მოხდენა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რაც პოზიტიურად აისახება საქართველოზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერიოზულად მიუდგნენ ისეთი ინსტიტუტების კრიტიკას, როგორც „Freedom House”-ია“, – განაცხადა Freedom House-ის პროექტის ”ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე” დირექტორმა ნეით შენკანიმ.

მისივე თქმით, ,,საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა რჩება”.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ანგარიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ორგანიზაციის ანგარიშში მიკერძოება იკვეთება და იგი კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ მსგავს ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.