“ნერწყვი გადგებოდათ, რომ ხალხი გამოსულიყო თბილისშიც, ქუთაისშიც”-გაბუნია ბოკუჩავას დაპირისპირება(ვიდეო)

თქვენ ნერწყვი გადგებოდათ, რომ ხალხი გამოსულიყო თბილისშიც, ქუთაისშიც და სხვაგან- ამ განცხადებით “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გაბუნიამ, “ენმ”-ს ერთ-ერთ ლიდერ თინათინ ბოკუჩავას მიმართა. დაპირისპირება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობას მოჰყვა. ზაზა გაბუნიამ ოპოზიციური პარტია პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

გაბუნიას განცხადებებს ბოკუჩავამ პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა და დემაგოგია უწოდა. თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ძალადობის აღკვეთა და დროული რეაგირება ვერ შეძლო. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ბრალდებებს, ბოკუჩავა უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ “ენმ”-ს მხრიდან სოლიდარობა გამოეცხადა აქციას მანამ სანამ ის მშვიდობიანი იყო.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: