“ნეხვის კასრში ამოავლო ყველა თავისი თანაგუნდელი ბოლომდე ჩურჩხელასავით”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ჟურნალისტებთან განაცხადა:

„კალაძის სამარცხვინო ტრაბახი უბრალოდ მართლა სასაცილოა. მე მართლა გული მწყდება, იმის ნაცლად, რომ თბილისის მერი პრობლემებზე საუბრობდეს, რომელიც მათ შორის მან შექმნა, თუნდაც როდის უნდა დამთავრებულიყო ჭავჭავაძე, ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც მას ევალება.

ასევე მინდა აღვნიშნო ივანიშვილის სასარგებლოდ, რომ ერთი არნახული თვისება აქვს: ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი ბოლომდე ჩურჩხელასავით, რომ ყველა ბოლომდე გათხვრილი ჰყავდეს. კალაძის დღევანდელი განცხადება იყო ზუსტად ეს. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს ადამიანი არის უკვე სახიფათო. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მინდა მივმართო, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის არის სახიფათო“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.