ნიდერლანდებმა მფრინავი ავტომობილი გამოუშვა (ვიდეო)

 ნიდერლანდებში, ავტომწარმოებელმა Pal-V-მა მფრინავი მანქანა გამოუშვა, რომლის პრეზენტაციაც ჟენევის ავტოშოუზე გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტომწარმოებელმა მფრინავი ავტომობილი გამოუშვა. მისი ღირებულება 415 000 დოლარია და 2-ადამიანზეა გათვლილი.

მანქანას 3 ბორბალი აქვს და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ მას გზაზე სპორტული მანევების გაკეთების შესრულებაც შეუძლია.

ავტომწარმოებელმა Pal-V-მა ავტომობილს სახელად Liberty (თავისუფლება) დაარქვა.

მანქანის მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 99 და ჰაერში 112 კმ/სთ არის.

Liberty-ს ფრენის დროს 500 კმ, ხოლო ხმელეთზე 1314 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია.

მფრინავ მანქანას აწარმოებს სლოვაკეთიც. კომპანია AeroMobil-ის მანქანა ხმელეთზე ელექტრო მოწყობილობაზე მუშაობს, ხოლო ჰაერში საწვავს მოიხმარს. მისი ღირებულება 1.2 მილიონი დოლარი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.