ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ევროპის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. 

ბასილაშვილმა ფინალში რუსი მოწინააღმდეგე, ანდრეი რუბლევი სამ სეტში ანგარიშით 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

გუშინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო.

ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა. გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.