ნინო თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში 23 წლამდელ ეტლით მოსარგებლეთა შორის ნინო თიბილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ სპორტსმენს 15:4 სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში.

ასევე, ორი დღის წინ, ვარშავაში დასრულდა ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა მსოფლიო თასის ეტაპი, ცნობილი სახელწოდებით “კილინსკის ხმალი” (იან კილინსკი – პოლონეთის ეროვნული გმირი, თადეუშ კოსტიუშკოს უახლოესი თანამებრძოლი). წარმატებით იასპარეზა საქართველოს წარგზავნილმა ირმა ხეცურიანმა.

შეჯიბრებაში ჩაბმული 22 სპორტსმენი თავდაპირველად ოთხ ჯგუფად გაიყვნენ. ირმამ ჯგუფში ბერძენი კალიოპ ლოუფაკი მშრალად 5:0 დაამარცხა, ჩინელ ხიაო რონგს, რუს ირინა მიშუროვას და უკრაინელ ოლენა ფედოტას ერთნაირი ანგარიშით 5:2 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ოლიმპიური სისტემით შეჯიბრების გაგრძელებისას პირდაპირ მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მერვედფინალში ირმამ ადვილად სძლია ინდონეზიელ ელიჰ ელიჰს – 15:1, შემდეგ კი მეოთხედფინალურ შეხვედრაში უკრაინელი ნადია დოლოგი დაამარცხა – 15:10. ნახევარფინალში ირმამ რთულ ბრძოლაში ასევე უკრაინელ ტატიანა პოზნიაკს სძლია 15:13 და ფინალში გავიდა. ფინალური შეხვედრა მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ და აგრეთვე პარაოლიმპიურ თამაშების გამარჯვებულ ტაილანდელ იანა საისუნთან ირმას გამარჯვებით 15:10 დასრულდა და მან ოქროს მედალი მოიპოვა.

ავტორი: რაულ კაპანაძე

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.