ნიუ-იორკი – კერძო კაპიტალი 3 ტრლნ. დოლარი – დედამიწის ყველაზე მდიდარი ქალაქები

ადამიანები მთელს მსოფლიოში ფლობენ ქონებას,  რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 215 ტრლნ. დოლარის.

დედამიწის 10 ყველაზე მდიდარ ქალაქში  უმდიდრესი ადამიანები ფლობენ 1- დან  3 ტრლნ. დოლარამდე ღირებულების  აქტივებს – საუბარია ნებისმიერი სახის აქტივებზე  – უძრავ ქონებაზე, ნაღდ ფულზე, ფასიან ქაღალდებსა და ბიზნესზე.

New World Wealth-ის კვლევის მიხევდით, კერძო ქონების ოდენობა უფრო ზუსტად გამოხატავს ქვეყნების ეკონომიკის განვითარეის დონეს, ვიდრე მშპ.

ორგანიზაციამ შეადგინა 10 ყველაზე მდიდარი ქალაქის რეიტინგი

10. სინგაპურიკერძო კაპიტალი – 1 ტრლნდოლარი

 

სინგაპური ცნობილია როგროც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ბიზნესის განვითარებისთვის.

იქ ასევე მოქმედებს ძალიან ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა.

9. სიდნეიავსტრალიაკერძო კაპიტალი – 1 ტრლნდოლარი


სიდნეი არის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ცენტრი.

ასევე ქალაქი გახდა ბევრი მდიდარი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი, რაც დაკავშირებულია მიმზიდველ კლიმატთან და უსაფრთხოების მაღალ დონესთან.

8. ჰონკონგიკერძო კაპიტალი  – 1,3 ტრლნდოლარი

 

ჰონკონგი არის დასავლეთის და აღმოსავლეთის ურთიერთქმედების ცვენტრი. ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრი.

ასევე ჰონკონგშია მსოფლიოში სიდიდით მე-7 საფონდო ბირჟა.

7. ლოსანჯელესიაშშკერძო კაპიტალი – 1,4 ტრლნდოლარი

 

ამ მაჩვენებელში შედის ასევე გარეუბნების მაცხვრებლების კაპიტალი – ისეთების, როგორებიცაა მალიბუ, ბევერლი-ჰილზი, და ჰოლივუდი.

ქალაქი არის გართობის ინდუსტრიის, კინოს, თეატრის, მუსიკის, ტელევიზიის და ლიტერატურის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი მსოფლიოში.

6. შანხაიჩინეთიკერძო კაპიტალი – 2 ტრლნდოლარი

 

შანხაი ითვლება ჩინეთის ფინანსურ ცენტრად. 1990 წელს იქ დაარსდა  ქვეყანაში პირველი საფონდო ბირჟა.

ამ დროისთვის შანხაის ბირჟა არის სიდიდით მსოფლიოში მე-4.

5. პეკინიჩინეთიკერძო კაპიტალი – 2,2 ტრლნდოლარი

 

პეკინი არის ჩინეთის დედაქალაქი და ცენტრალური დაქვემდებარების ერთ-ერთი ქალაქი. ბოლო წლებში ის გახდა სამეწარმეო საქმიანობის ლოკომოტივი და ინოვაციური საწარმოების შექმნისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი მსოფლიოში.

4. სილიკონის ველიაშშკერძო კაპიტალი  – 2,3 ტრლნდოლარი

 

ამ რეგიონში შედის ისეთი ქალაქები, როგორც სან-ფრანცისკო, სან-ხოსე, ოკლენდი, პალო-ალტო, რედვუდ-სიტი, სან-მატეო, მაუნტინ-ვიუ და ა.შ.

ეს არის ინოვაციების და ტექნოლოგიების მსოფლიო ცენტრი.

3. ტოკიოიაპონიაკერძო კაპიტალი – 2,5 ტრლნდოლარი

 

ტოკიოში მდებარეობს მსოფლიოში სიდიდით  მე-3 საფონდო ბირჟა.

სწორედ ტოკიოში ცხოვრობს მილიონერების ყველაზე დიდი რაოდენობა მსოფლიოში.

2. ლონდონიინგლისიკერძო კაპიტალი  – 2,7 ტრლნდოლარი

მიეკუთვნება უმაღლესი კატეგორიის გლობალური ქალაქების რიცხვს, არის მსოფლიო ფინანსური ცენტრი. ლონდონზე მოდის ბრიტანეთის ეკონომიკის მეხუთედი. ლონდონის ბირჟა ითვლება საფონდო და სავალუტო ვაჭრობის ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად.

ლონდონის ირგვლივ არსებული პატარა ქალაქებიც გამოირჩევიან კერძო კაპიტალის მაღალი კონცენტრაციით, თუმცა ეს მაჩვენებელი არ შევიდა რეიტინგში.

1.ნიუიორკიაშშკერძო კაპიტალი – 3 ტრლნდოლარი

ქალაქში მუშაობს  მსოფლიოში უმსხვილესი რამდენიმე ბირჟა – ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა, ამერიკის საფონდი ბირჟა, მაღალი ტექნოლოგიების ბირჟა NASDAQ, და ნიუ-იორკის სავაჭრო პალატა. ქალაქის ფინანსური სექტირო თავმოყრილია მანჰეტენზე, უოლ-სტრიტზე.

მეზობელი პატარა ქალაქებიც გამოირჩევიან კაპიტალის მაღალი კონცენტრაციით, თუმცა მათი მონაცემები არაა გათავლისწინებული რეიტინგში.

worldwealthreport.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.