„ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარაის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ვერსიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს, ოპოზიციას კი ეთამაშება.

„ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს – ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან.

ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება – ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს; ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის. ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ”, – წერს დავით უსუფაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.