«ნურავის გექნებათ საპატრიარქოს იმედი, ბოღმით გატენილ საპატრიარქოს, არ შეუძლია ხალხზე ზრუნვა»

პატრიარქის ეპისტოლეს, მრევლიც და სასულიერო პირებიც ყოველწელს, ყველაზე მეტად ელოდებიან, თუმცა ილია მეორისწლევანდელმა მიმართვამ, ბევრს იმედი გაუცრუა. ეპისტოლესგაცნობის შემდეგ, ყველამ გარკვევით დაინახა, რომ პრობლემები, რომელიც  ხალხს რეალურად აწუხებს, საპატრიარქოს კედლებიდან არ ჩანს. იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით ადამიანი, უკიდურესი გაჭირვების დაშიმშილის ზღვარზეა, პატრიარქი 12 გვერდიან სააღდგომო ეპისტოლეში მთავარ პრობლემად ათეიზმსასახელებს. ის, რომ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები, პატრიარქს ეპისტოლეში ვერ მოხვდნენ, თეოლოგებს ეჭვს უჩენს, რომ წლის მთავარი მიმართვა ილია მეორეს არ დაუწერია – ეპისტოლეს ავტორები, სავარაუდოდ გავლენიანი სასულიერო პირები არიან, ვისთვისაც შიმშილის ზღვაზე მყოფ ადამიანებზემნიშვნელოვანი სულ სხვა პრობლემები აღმოჩნდა.

ამის პარალელურად, დავით-გარეჯის პრობლემამ ისევ იჩინა თავი. ის მომლოცველებისთვის ჩაიკეტა. ამყველაფერს კი, წინ უსწრებდა პრეზიდენტის ვიზიტი სამონასტრო კომპლექსში, სადაც ის „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.  სალომე ზურაბიშვილმა იქ თქვა, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოსამ ძეგლის აღდგენა, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთო.

სამონასტრო კომპლექსის ჩაკეტვამ, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. გამაღიზიანებელ ფონს ამძაფრებდა ხელისუფლების და საპატრიარქოს უმოქმედობა და ზედაპირულიგანცხადებებიც. ამ ფონზე, მეუფე იობი ჩავიდა სამონასტრო კომპლექსში და ძალიან მკაცრი და ხმაურიანიგანცხადება გააკეთა:

„მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ… თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველრიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს, შეიძლება ესგადაწყდეს, რომ გარეჯის უდაბნო, რომელსაც არანაირი საშიშროება არ ემუქრება, დარჩეს საქართველოს დაიტყვის სახელმწიფო, რომ აი, ჩვენ მოვაგვარეთ, დავით გარეჯაზე ხომ გქონდათ პრობლემა, მათ არ აქვთპრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე. აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობისაკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი. თუ ხელისუფლებაემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდისმოვლენები, მაშინ ხალხმა და ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანასსჭირდება. მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარარს, ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და ფაქტობრივად, ჩვენუნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდაწავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ესსაქმე, გონიერება ეყოფა, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკებისმაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენს წინაშე, ასეთი გამოწვევა დადგა“, -განაცხადამეუფე იობმა (აქიაშვილი).

განცხადება არაერთგვაროვნად შეფასდა, თუმცა, საგულისხმოა, რომ საპატრაორქო, საერთოდ გაემიჯნა მეუფეიობის (აქიაშვილი) განცხადებებს.

რა ხდება დღეს საპატრიარქოში? ვინ უწერს პატრიარქს ეპოსტოლეს და რატომ ვერ მოხდა მასში საზოგადოებისრეალური პრიბლემები?

„ალიას“ მიტროპოლიტი მელქისედეკი (დიაკონიძე) ესაუბრა:

– ძალიან ბევრ ადამიანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეპისტოლე არ იყო უწმინდესის დაწერილი. ჩემო კარგო ხალხო, მინდა გითხრათ, რომ უწმინდესს, არც არასოდეს დაუწერია ეპოსტოლე. წლებია, მას სააღდგომო, თუ საშობაოეპისტოლეებს უწერენ და მისი სახელით ავრცელებენ.

– ვინ უწერს პატრიარქს სააღდომო ეპისტოლეს, რა იცით თქვენ ამის თაობაზე და ვისი გავლენით წერს ის?

– პატრიარქს ჰყავს მდივან-რეფერანტი, რომელიც მას უწერს ამ ეპისტოლეებს. იდეებს, თავის დროზე, რა თემებზეუნდა გაკეთებულიყო აქცენტი, თავად პატრიარქი აწვდიდა, ეტყობოდა კიდეც მოხევეს სისხლი და ტონი იმეპისტოლეებს. ახლა უკვე, ძალიან მოხუცდა ჩვენი პატრიარქი და აღარც თემების მიწოდების თავი აქვს. არც არავინრამეს ასმენინებს დაწერის შემდეგ, ან რა აზრი აქვს რომ მოისმიონოს?! ვინ უსმენს მას?! ამიტომაცაა სრულივაკხანალია საპატრიარქოში. ეკლესია კვდება და ამიტომაც იყო ასეთი მიმკვდარი სააღდგომო ეპისტოლეც. ეპისტოლეს შემართებული სული უნდა და ჯაბანი ადამიანების დაწერილი ეპისტოლე, ცხადია, მათნაირი იქნება.

რა ათეიზმზე გველაპარაკებიან?! რა შუაშია მსოფლიოში რა ხდება?! მათ გვამში რა ხდება ის არ იციან! ჩალპნენ ამშავ ჯიპებში! რა გამოდის, რომ მეზობელი თუ გაირყვნა, შენც უნდა მიბაძო მას? არა ხომ? თავი უნდა დაიცვა, რომარ შეგეპაროს ეს სენი.

საპარტიარქო არ არსებობს ხალხნო, თავისი ტრადიციული ფუნქციებით! გაიგეთ! ნუ ჩამთვლით ამ ქვეყნის მტრადამ სიმართლის გამო. მოკვდა საპატრიარქო! მიხრწნილებაშია და გარდაიცვლება ამჟამინდელ პატრიარქთან ერთად. (ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა შემინდოს!).

იმის ნაცვლად, რომ საპატრიარქომ ისაუბროს უკიდურეს გაჭრვებაში მყოფ ადამიანებზე, იმაზე, რომ მშიერიგვეხოცებიან ბავშვები… გამოდიან და იმაზე საუბრობენ, ვინ იცეკვებს და იმღერებს, ან ვინ რატომ არ იცეკვებს დაიმღერებს 17 მაისს.

სანამ ეს ხელისუფლება იქნება და არ გაეთრევა ეს დამპალი საზოგადოება და სისტემა ქვეყნიდან, ასე იქნება სულ. ამათ ხელში, მამა დავითსაც წაგვართემვენ, დავით გარეჯს კი არა… გამიგონეთ! ხალხი ღირსია იმისი, რასაც ესხელისუფლება უშვრება! მოსწონთ ალაბათ ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა და იყვნენ!

ამიტომაცაა, რომ მეუფე იობის განცხადებებს, მეტწილად ვიზიარებ. მეუფე იობი, 2-3 მაღალ იერარქთან ერთად, იმმცირედთაგანია, რომელიც დაუფარავად და ღიად საუბრობს ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე. დანარჩენები, არ არსებობენ უბრალოდ.

დღეს, სასულიიერი პირების უმეტესობა იკვებება და იმართება „ზემოდან“, რა არა?!  ჩავიდა ივანიშვილისამეგრელოში, ერთ მილიონს გადაგიხდით ტაძრისთვისო, ჩამოვიდა თბილისში – სამებას მოგიხატავთო… ასე„ალაგებს“ საქმეებს.

ერთი ხელით ტერიტორიას გვართმევს აზერბაიჯანი და ამ დროს, ალიევის ძეგლი რომ გვიდგას, რა სიკვდილადგვინდა?! რა შავ-ქვად გვჭრდება?! სააკაშვილი უნდა ჩამოათრიო და იმ ძეგლზე არტყმევინო თავი და ზედ იმათაც, ვისაც მისი აღება შეუძლია და არ იღებს. დავით აღმაშენებსლის ძეგლი იმიტომ გადაიტანეთ ქალაქ გარეთ, რომალიევის ძეგლი დაგედგათ?!

ამ საქმეში, ნურავის გექნებათ საპატრიარქოს იმედი, ბოღმით გატენილ საპატრიარქოს, არ შეუძლია ხალხისსულიერებაზე ზრუნვა. ბევრი დამძრახავს ამ სიმართლისთვის, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. მეუფე იობი თურამეს წამოწყებას აპირებს, სულ უბრალო გლეხად ჩამოვალ და გვერდზე დავუდგები.

დავით-გარეჯი კი არა, ამ კომპლექსს იქით რომ ვერან-გარეჯაა, ეგეც კი ჩვენია, რა უნდოდა იქ აზერბაიჯანს?! ნორმალურია ჩვენი ხელისუფლება, ახლანდელი, თუ ძველი?!

– სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა, ყველაფერს წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სამონასტროკომპლექსში. ძალიან ბევრი განცახდება მიეძღვნა იმას, რომ მისმა იქ ჩასვლამ გაამძაფრა ვითარება.

– თქვენ იცით, მე როგორ არ მომწონდა სალომე ზურაბიშვილი მისი პირადი ცხოვრების გამო და როგორიმიუღებელი იყო, მაგ მხრივ ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ ბოლო დროს რამდნეიმე ქართული ამოძახილი აღმოხდა. იქით ამერიკული ბაზის შექმნაზე გამოაცხადა უარი და ამისთვის თავდახრით ვუხდი მადლობას. არავითარირუსული საქმე! ის, რაზეც აქცენტი გააკეთა ზურაბიშვილმა, არის ქართული საქმე! მინდა მივაწოდო  ხმაპრეზიდენტს, რომ მარტო ეს სამონასტრო კომპლექსი კი არა, ორი კმ-ის იქით, ვერან გარეჯაა და ისაადასაბრუნებელი, ფრესკებია უდიდესი ღირებულების და კარგად შემონახული მანდ. არაფერში არ არის დასანდობიაზერბაიჯანი, ღიმილით, კუდის ქიცინით რომ გვართმევს ტერიტორიებს. სომეხბზე უარესად დაიწყეს მოქცევა, „არმენიზაცია“ დაემართათ, ფაქტია.

ხელისუფლება, ვისაც ევალება ამ პრობლემების მოგვარება, არაფერს აკეთებს და ხალხი ამას პატიობს. „მეფე კარგია, ვეზირები არ უვარგაო“,  გაიძახიან. ამ „ვეზირებს“ ეს „მეფე“ არ ირჩევს? თუ მეფე არ ირჩევს „ვეზირებს? რად გინდათასეთი „მეფე“? ერმა, რომელმაც ილია მოკლა, ერმა, რომელმაც ზვიადი და მერაბი მოკლა და დღეს ცოცხალი ჰგონიათავი, მკვდარია ის ერი. რატომ ხდებით სხვისი ყურმოჭრილი მონები?! ემონეთ უფალს, ადამიანს რომ ემონებით, თავს უხერხულად არ გრძნობთ?! სინდისი არ გაწუხებთ?! ვისი მონები ხართ, ვის ემონებით?  გამოუცვალეთ ამქვეყანას სახელი მაშინ, საერთოდ!

ღმერთის წყალობით, მალე დავბრუნდები სამშობლოში და მერე მიყურონ, როგორ უნდა გაიწმინდოს ეკლესია დამთავრობა.

 დიანა ლიპარტელიანი, „ალია“ #16, 6 მაისი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.