“ნუ მართავ წარმოდგენას, შენი ადგილი არის ცირკში” – ხაბეიშვილი შაქარაშვილის დაპირისპირებ

დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება მოჰყვა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საკითხს. გარდა ამისა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან დღეს განცხადებები გაკეთდა იმ გამგებლებზე, რომელთა წინააღდეგ პარტიის წარმომადგენლის თქმით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„კითხვას ვსვამ, უმრავლესობის წევრებმა როდესაც დაამტკიცეთ დედაქალაქის მთავრობა მოიკითხეთ თუ არა როგორც ყოფილი კრიმინალები ამ შემთხვევაში ნასამართლევი ადამიანები ასევე გაქვთ თუ არა ინფორმაცია მოქმედ გამგებელზე, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით პრემიერს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე 50 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით სადაც მითითებულია რომ პროექტი უნდა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე.

ამ განცხადებაზე ხაბეიშვილის შაქარაშვილმა უპასუხა, რომ წარმოდგენას ნუ მართავს რადგან მისი ადგილი არის ცირკში.

„ნუ მართავ წარმოდგენას, შენი ადგილი არის ცირკში“- მიმართა შაქარაშვილმა ხაბეიშვილს.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.