ოზურგეთის მერიამ საპატრიარქოს უფასოდ 3678 კვ.მ. ფართობი გადასცა – შეცდომის გასწორება

ოზურგეთისმერიამსაპატრიარქოსუფასოდ 3678 კვ.ფართობიგადასცაა 

მიმდინარე კვირას გამართულ ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომაზე, საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ლიხაურში მდებარე 3678 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, იურიდიული პირის არსებობის ვადით, სარგებლობაში, სსიპ – საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის შესახებ;

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, სავარაუდოდ, გავრცელებულ ინფორმაციაში მეტი კონკრეტიკა არაა – საპატრიარქოს უფასოდ სოფელ ლიხაურში, თამარ მეფის ციხის მიმდებარე ტერიტორია, ეკლესიის მშენებლობისათვის გადაეცა.

ადრე გავრცელ;ებულ ინფორმაციაში “გურიის მოამბე” წერდა, რომ “საპატრიარქოს უფასოდ გადაეცა სახელმწიფოს ხარჯზე გაშენებული საჩვენებელი ფართობი, სადაც წლების განმავლობაში ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებით როგორც მეხილეობა მებოსტნეობის ასევე მეთორეობისა და მეცხოველეობის კუთხით აეულ ათასობით ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა” – რაც შეცდომა აღმოჩნდა, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.