ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. დე ფაქტო მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელებას ასახელებს .

ენგურის ხიდთან იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისკენ უშვებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და პირებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით იმყოფებოდნენ. რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.