ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა. ამის შესახებ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახური იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების პერიოდის განმავლობაში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო, 17 მარტის 21:00 საათიდან დროებით შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 19 მარტის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.