ოკუპირებულ აფხაზეთში პური ძვირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში პურის ფასი 3 რუბლით (12 თეთრით) მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური 24 რუბლი (1 ლარამდე), პირველი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული– 23 რუბლი (95 თეთრამდე), ხოლო მეორე ხარისხის ფქვილისგან– 22 რუბლი (90 თეთრამდე) ეღირება.

“აფსნიპრესის” ცნობით, პურის ფასებს დეფაქტო მთავრობა არეგულირებს.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.