ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვლადიმერ პუტინმა ხმების 92,8% მიიღო, ოკუპირებულ აფხაზეთში კი პუტინს 94%-მა მისცა ხმა

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ რუსეთის ე.წ. საელჩოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხმების 92,8% ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

ოკუპირებულ აფხაზეთში კი  რუსეთის ფედერაციის ელჩმა სემიონ გრიგორევმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. გრეგორევის თქმით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ვლადიმირ პუტინმა ხმების 94,21% მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 41 849 ამომრჩეველმა. სულ გახსნილი იყო 20 საარჩევნო უბანი.

წყარო: paqtebi.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.