ომბუდსმენმა პარლამენტს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 347 გვერდიანი ანგარიში წარუდგინა

სახალხო დამცველმა პარლამენტს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 347 გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრი. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს.

2018 წლის 2 აპრილს 11:00 საათზე სახალხო დამცველი გამართავს პრესკონფერენციას და საზოგადოებას ანგარიშის მთავარ საკითხებს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.