“ომისადმი შიშის განცდის დაკარგვა, თვითგადარჩენის რეფლექსის დაკარგვაა”-პორტნიკოვი რუსული საზოგადოების გახრწნილობაზე წერს

ჟურნალისტი ვიტალი პორტნიკოვი ინტერნეტ გამოცემა Грани.ру ში აგვისტოს ომის 10 წლის თავს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი მისახლეობის უმრავლესობა დაღუპვის გზას დაადგა, რადგან ომის მიმართ შიშის გრძნობა დაკარგა. “დღეს რუსეთისათვის ომი მშობლიური დედაა… გამარჯვებით შეპყრობილი-ზუსტი სიტყვაა, რომელიც რუსული სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალურ გახრწნილობას გამოხატავს, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება ახლა აღინიშნება, როგორც კარნავალი ლოზუნგით “შეგვიძლია გავიმეოროთ.” ჩვენი ბებიები და ბაბუები ომით ტრამვირებული იყვნენ, მათ იცოდნენ, რამდენად საშიშია ომი, რომ ომი დღესასწაული არ არის, არამედ სისხლი და ჭუჭყია. ამიტომაც გვაშინებს იმ შვილიშვილების თაობა, რომლებიც ომს აღიქვავენ, როგორც დღესასწაულს, ან ჩვეული რუსული უიმედობიდან ერთადერთ გამოსავალს. “შეგვიძლია გავიმეოროთ”-ეს უკვე საქართველოზეა, შემდეგ კი უკრაინაზე. რუსეთში სერიოზულად არვინ დაიჯერებს, რომ ამ ქვეყნებზე თავდასხმა იმისთვის იყო აუცილებელი, რომ ომი აგვეცილებია თავიდან. თავად “საქართველოს მშვიდობისთვის იძულება” სასაცილოდ გამოიყურება, რადგან საომარი მოქმედებები ქართულ მიწაზე მიმდინარეობდა და არა სადმე სხვადან. გამარჯვებით შეპყრობილებს ესმით, რომ არავინ აპირებდა რუსეთზე თავდასხმას, მას არვინ ემუქრებოდა. ეს რუსეთი თავად დაესხა თავს, რადგან ასე ისურვეს მისმა ჭკუიდან გადასულმს ხელისუფლებამ….
ადამიანები, რომლებიც ომის საშიშროებას ვეღარ გრძნობენ, რომლებსაც საკუთარი ძალისა და დიდების დასამტკიცებლად სხვისი უბედურება ახარებთ, შეშლილებს მაგონებენ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ხანძარი, რომელიც თავად გააჩინეს ტყეში, მათ სახლებს არ შეეხება. ომისადმი შიშის განცდის დაკარგვა, თვითგადარჩენის რეფლექსის დაკარგვაა, და ეს სწორად ისაა, რაც 10 წლის წინ მოხდა. საქართველოზე თავდასხმა ჩვეულებრივი ომი იყო, მით უმეტეს, რომ კრემლი მათ მიერ კონტროლირებადი საქართველოს ავტონომიების ტერიტორიებით არ შემოიფარგლა და ის არც მალავდა მეზობელი ქვეყნის ოკუპირებისთვის მზადყოფნას. ამას თუ წინააღმდეგობა არა, შიშის ან უარყოფის გრძნობა უნდა გამოეწვია. მაგრამ 10 წლის წინ გამოდგა, რომ ეს ბუნებრივი გრძნობა რუსების უმრავლესობის მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი აღარ იყო. დიდი ომისკენ გზა გახსნილი იყო.” – წერს ვიტალი პორტნიკოვი.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.