ოქროს მაძიებელთა მიწისქვეშა ქალაქი, სადაც 2 000 ადამიანი ცხოვრობს

ავსტრალიის ამ მზისგან გახურებულ დაბლობებზე მოხვედრისას, სადაც ხეები ვერ ხარობს, ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი მოგეჩვენებათ, თუმცა სინამდვილეში, მიწისზედა ხრიოკის ქვეშ ხალხი ბიბინებს და ცხოვრება ჩქეფს.

მიწისქვეშა ქალაქის დაარსების ისტორია 1915 წლიდან იწყება, როცა ოქროს მაძიებელმა მამა-შვილმა წერაქვი სწორედ ამ ადგილზე დაარტყა და თხრა დაიწყო.
ოქროს მაძიებლები მალე მიხვდნენ, რომ ამ ადგილებში ოქრო არ იყო, თუმცა ხელცარიელი არ დარჩენილან და მშვენიერი ოპალის საბადო აღმოაჩინეს.

მამა-შვილთან ერთად ჩამოსულმა მუშებმა ავსტრალიის ცხელი კლიმატისგან თავის დასაცავად, საცხოვრებლის მოწყობა მიწაში, მაღაროებს შორის დაიწყეს.
ასე გაჩნდა კუბერ პედის (თეთრი ადამიანის ბუნაგი) პირველი 1500 მიწისქვეშა სახლი.

თანამედროვე მსოფლიოში კუბერ პედი ოპალის მთავარი მომწოდებელია, თუმცა ძვირფასი ქვის შეძენაზე მეტად, აქ ადამიანები მიწისქვეშა სამყაროს საცხოვრებლებისა და მათი სახლების სანახავად ჩამოდიან.
მაღაროების, სახლებისა და სასტუმროების გარდა, კუბერ პედში მაღაზიები და ულამაზესი ეკლესიაცაა. მიწისქვეშა მაღაზიებში, წიგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, მეზობელ მაღაროებში მოპოვებული თვალისმომჭრელი ოპალიც შეიძლება შეიძინოთ. მიწისქვეშა ბარებსა და რესტორნებში კი მეგობრებთან ერთად მოილხინოთ.

კუბერ პედში ამჟამად 2000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მცხოვრებლები თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან მიწისქვეშა სახლები ჩვეულებრივს არაფრით ჩამოუვარდება და ხშირად უკეთესიც გახლავთ.

წყარო: travelask.ru

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.