ოქრუაშვილი: რუსმა ჩინოვნიკმა მითხრა აფხაზეთი თქვენი არასდროს ყოფილაო და ვუპასუხე ჩვენთან ბოთლს თავშიც ურტყამენო

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ფორმალური ურთიერთობების გარდა არსებობს არაფორმალური ურთიერთობები. იქ ურთიერთობები ძალიან ხისტია. ფრანგ ან ინგლისელ კოლეგასთან ასეთი ურთიერთობები არ არის. პოსტსაბჭოთა სივრცეშია ხისტ ურთიერთობები, ამას გასდევს ქუჩური, რუსული სალდაფონური ლაითმოტივი და ხასიათი, სადაც თუ დათმობს და თუ შეგატყვეს, რომ სუსტი ხარ, მოგაწვებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა ცოტა მეტი შემომბედა. ცოტა შეზარხოშდა და მითხრა, რომ აფხაზეთი თქვენი არასდროს ყოფილა, სტალინმა გაჩუქათო და ქართველებმა მოინდომეთ გაჯეჯილებაო. ბოთლი მეჭირა ხელში და ვასხამდი. ჩვენთან ბოთლს ორი დანიშნულებით იყენებენ-მეთქი, ასხამენ და თავშიც ურტყამენ-მეთქი. ამის მერე იმ ადამიანმა არაფრის გაგრძელება აღარ მოინდომა. შენი ქვეყნის სახე, როცა ხარ მთავარია შედეგი მიიღო. მერე ამაზე ვინ რას იტყვის, მნიშვნელობა აღარ აქვს”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.