“ოცნება” “ანტი მიშას” გათამაშებას ვეღარ შეძლებს და ეს დასასრულის დასაწყისი იქნება”

19 მა­ი­სის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი მზა­დე­ბაა 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ერ­თგვა­რი გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია.

პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად, რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას მე­რე­ბის რიგ­გა­რე­შე და საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ში მო­უ­წევთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე დაგ­ვა­ნა­ხებს ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბას.

პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, თი­თო­ე­ულ ოლ­ქში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან და­მარ­ცხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამან შე­იძ­ლე­ბა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით ჩა­მო­შა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

“ეს იქ­ნე­ბა 2020 წლის არ­ჩე­ვე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია. არა მარ­ტო „ოც­ნე­ბის­თვის“ არა­მედ „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვი­საც”. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს. ზუგ­დიდ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სის მო­გე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას­თან იგივ­დე­ბა, ამი­ტომ „ოც­ნე­ბა“ სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბა.

მე­ო­რეს მხრივ „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვი­საც“ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტია იმი­ტომ, რომ თუ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, ეს იქ­ნე­ბა 2012 წლის შემ­დეგ მათი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა. ამას კი ალ­ბათ მოჰ­ყვე­ბა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლა, ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლისფლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლა 1 წლით ადრე. ამი­ტომ „ოც­ნე­ბა“ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ზუგ­დი­დი არ წა­ა­გოს.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი მა­ღა­ლია, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა გა­ყალ­ბე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას ეც­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“ – უთხრა AMBEBI.GE-ს ლა­გა­ზი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მთაწ­მინ­დას, ექ­სპერ­ტის თქმით, ეს არის ტეს­ტი ოპო­ზი­ცი­ის­თვის და ლა­გა­ზი­ძე აქ მე­ო­რე ტუ­რის და­ნიშ­ვნას ვა­რა­უ­დობს.

“მე თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დი, რომ ოპო­ზი­ცია უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და უნდა შე­ჯე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ ერთ კან­დი­დატ­ზე. ეს არ მოხ­და სამ­წუ­ხა­როდ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვინ გავა მე­ო­რე ტურ­ში და რამ­დე­ნად მო­ხერ­ხდე­ბა მე­ო­რე ტურ­ში გა­სუ­ლი კან­დი­და­ტის გარ­შე­მო ოპო­ზი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა. წე­სით უნდა შეძ­ლონ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მთელ­მა ოპო­ზი­ცი­ამ და­ა­მარ­ცხოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არის, რამ­დე­ნად ისურ­ვებს ამას ოპო­ზი­ცია, ეს სულ სხვა თე­მაა.

ეს არის უზარ­მა­ზა­რი გა­მოწ­ვე­ვა, იმი­ტომ რომ ყო­ველ­თვის, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ხმე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას “ედო ჯი­ბე­ში”. ეს თუ მო­ერ­ღვათ, 2020 წელს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ” – გვი­თხრა ლა­გა­ზი­ძემ.

ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნოზს, ძა­ბი­რა­ძე თით­ქმის ყვე­ლა ოლ­ქში მე­ო­რე ტურს ვა­რა­უ­დობს.

“ეს არ­ჩევ­ნე­ბი ცალ­სა­ხად იქ­ნე­ბა ტეს­ტი იმი­სა, თუ რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი. უფრო მე­ტიც, ეს არის ფარ­თო დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ამომ­რჩევ­ლის გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბი­სა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. შე­მოდ­გო­მი­დან უკვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყე­ბა. ეს არის დღეს ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი ტეს­ტი იმის სა­ნა­ხა­ვად, რა გან­წყო­ბაა ხალ­ხში.

ამ არ­ჩევ­ნებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­შიც, გა­დაჯ­გუ­ფე­ბებს ვგუ­ლის­ხმობ. სან­დრა რუ­ლოვსს მხარს უჭერს არა­მარ­ტო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, არა­მედ მის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი სხვა ძა­ლე­ბიც. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა გვაქვს მთაწ­მინ­და­ზე, რო­დე­საც შავ­გუ­ლი­ძეს თით­ქმის მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი უჭერს მხარს.

ზო­გა­დად, მე­ო­რე ტურს ვე­ლო­დე­ბი, ასე იქ­ნე­ბა ზუგ­დიდ­ში. გა­დამ­წყვე­ტი ამ არ­ჩევ­ნებ­ში იქ­ნე­ბა ამომ­რჩევ­ლის ნე­იტ­რა­ლუ­რი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უჭერს მხარს. ვნა­ხოთ, რო­მე­ლი პარ­ტია შეძ­ლებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიყ­ვა­ნას არ­ჩევ­ნებ­ზე” – გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვილს კი იმე­დი აქვს, რომ 2020 წლის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­მოჩ­ნდე­ბა, ამი­ტომ არ ფიქ­რობს, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცი­აა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სა.

“პროგ­ნო­ზე­ბის­გან ახლა თავს შე­ვი­კა­ვებ­დი, რად­გან სრულ­ფა­სო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის. ზო­გა­დად კი მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ისევ ორ პო­ლუს­ზე უწევს ცუდ­სა და უა­რესს შო­რის. ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­სურ­სე­ბის ჭი­დილ­თან უფრო გვაქვს საქ­მე, ვიდ­რე თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებ­თან.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ზუგ­დიდ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სის და­მარ­ცხე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტომ ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სან­დრა რუ­ლოვსმა გა­ი­მარ­ჯვა, „ოც­ნე­ბა“ ან­ტი­მი­შას გა­თა­მა­შე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს, ეს კი მათი და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­აფ­თრე­ბუ­ლად იბ­რძო­ლე­ბენ, რომ არ და­უშ­ვან სან­დრა რუ­ლოვ­სის გა­მარ­ჯვე­ბა.

არა მგო­ნია ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა გა­მოჩ­ნდეს, იმი­ტომ, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცეტ­რის რე­სურ­სი კი­დევ არის. ამ არ­ჩევ­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გვაჩ­ვე­ნოს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შო­რის თა­ნა­ფარ­დო­ბა” – უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.