„ოცნება“ არის ხუხულა, რომელიც ივანიშვილის გარეშე დაიშლება”- გია ხუხაშვილი

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს.

 

მისი თქმით, დავით უსუფაშვილის მხრიდანელექტორალურად საინტერესო პოლიტიკურიგაერთიანების შექმნა ნაკლებად მოსალოდნელია. მისისახით შეიძლება ინტელექტუალური ცენტრი გაჩნდესპოლიტიკაში, რაც მისასალმებელია. სერიოზულიპარტნიორების გარეშე ის არსებულ რეალობაში რაიმესახის სერიოზულ ცვლილებებს ვერ მოახდენს.

“პარტიების გამსხვილება სასურველია. 100 ერთკაციანი პარტია რომ გვყავს, ამას ბევრად სჯობია, თუერთი 100-კაციანი პარტია გვეყოლება. რატომ? ამ გამსხვილებით პარტიების შანსებიც იზრდება დაპოლიტიკური პროცესიც დაიწმინდება. მეორე მხრივ, ამის გაკეთება კანონის ძალით არ მიმაჩნიასწორად. ეს მაინც არის ბუნებრივი პროცესი და ბუნებრივად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ხელოვნურიშეზღუდვების დაწესებით სასურველი შედეგის მიღება არასწორია”-აცხადებს ხუხაშვილი.

ის ფიქრობს, რომ  ხელისუფლება დაადგა ძალიან მოლიპულ გზას. ეს ნაწილობრივ იმით არისგანპირობებული, რომ იქ  ისეთი ხალხია, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არააქვს. მათ, ეტყობა, ისტორიის წიგნების არსებობაც არ იციან, თორემ წაიკითხავდნენ და ნახავდნენ, რით მთავრდება ასეთი ქმედებები.

ექსპერტის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ სახიფათო გზით მიდის. ძალაუფლების უზურპაციისრისკი ძალიან მაღალია, მაგრამ ტენდენციებია ძალიან სარისკო და არასასურველი. ასეთი ტიპისაგრესიას საზოგადოებაც ადეკვატური აგრესიით პასუხობს. რამდენად მოახერხებს საზოგადოებისპროტესტის კონსოლიდირებას პოლიტიკური ელიტა, აქ კითხვის ნიშნები არსებობს. რადგანაც ამისმოთხოვნილება არსებობს, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, რომელიც ამ განწყობისკაპიტალიზაციას მოახერხებს. ასე თუ განვითარდა მოვლენები და საარჩევნო გზით ხელისუფლებისშეცვლა შეუძლებელი გახდება, ვიღაც აუცილებლად დაიძრება მორიგი რევოლუციის მიმართულებით. ამის შანსები, სამწუხაროდ, არსებობს.

 

„ოცნებას“ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს. მე ვერ გეტყვით, ამ პროცესში რამდენადმონაწილეობს ან არ მონაწილეობს ივანიშვილი, ფაქტია, რომ ის მისი ნიშნით მიმდინარეობს. მთელი„ქართული ოცნება“ დღემდე მისით პარაზიტირებს. „ოცნება“ არის ხუხულა, რომელიც ივანიშვილისგარეშე დაიშლება. მისი ერთადერთი გამაერთიანებელი არის ბიძინა ივანიშვილის ხატება. მმართველგუნდში სხვა ლიდერი არ არსებობს. პრემიერ-მინისტრის ლიდერობაზე საუბარი არასერიოზულია. მისგარდა, სხვაც არავინ ჩანს.

 

თუ „ოცნებას“ მოლიპულ გზაზე ფეხი დაუცდება, ივანიშვილი აუცილებლად დაეხმარება. ის ამპოლიტიკური ელიტის მიმართ ვალდებულებას გრძნობს – ის ისე მოიქცევა, როგორც იქცევანებისმიერი მამა საქართველოში. ჩვენთან ხომ ასეთი წესი არსებობს, რაც უნდა უსაქმური შვილიგყავდეს, შენი შესანახია. ამასთან, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არც ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებია უსაზღვრო.

 

ხუხაშვილის თქმით,საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტის განცდაა დაგროვილი. მის განსამუხტადხელისუფლება არაფერს აკეთებს. ისე მიდის პროცესები, რომ ისიც ვეღარ მოერევა ქვეყანაშიარსებული პრობლემების ტალღას.

წყარო: geotimes

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.