“ოცნება” ახლა არა ქვეყანაზე და ხალხზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს”

“შუალედური არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ხელისუფლების დამარცხება იქნება საზოგაოებისთვის მესიჯი, რომ გრძელდება “ქართული ოცნების” დაღმასვლა” – აცხდებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშივლი “რეზონანსთან”, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ახლა არა ქვეყანაზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. 

“ზუგდიდის მოვლენები აჩვენებს, რომ ხელისუფლება პანიკაშია და თავისი ისტერიკით უფრო აძლირებს ოპოზიციას. არ გამიკვირდება, თავად ხელისუფლების მიერ იყოს პროვოცირებული, რომ შემდეგ ყველა დაარწმუნოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებობაში, მოწმენდილ ცაზე კი ამას ვერ გააკეთებს. ამიტომ ოპოზიცია პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგოს და არც საზოგადეობამ არ უნდა დაუშვას ვადამდელი არჩევნები, რათა პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ მშვიდად მივიდნენ 2020 წლის არჩევნებზე.

ახალ სიაზე ასე ადრე არ უნდა დაიწყონ მუშაობა, რადგან წინასწარ არ დათესონ პანიკა. ალბათ ამის შესახებ თითო-ოროლა კაცს თუ ეცოდინება. სიებზე ფიქრობს კალაძეც, ღარიბაშვილიც, ალბათ კობახიძესაც აქვს ილუზიები, ივანიშვილიც შეიტანს კორექტირებას, მაგრამ არა მგონია, რომ საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუ გადაწყდა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მაშინ 2020 წლის არჩევნემდე 6-7 თვით ადრე დაიწყება ბრძოლა სიაში მოსახვედრად. მომავალ პარლამენტში “ოცნება” 40%-ის გაყვანას თუ მოახრეხებს, 60%-ი აღარ იქნება. მაგრამ შემდეგ შეეცდება, იქ პარლამენტში ან ოპოზიციის მოსყიდვას ან დაშლას და დისკრედიტაციას. დღეს “ოცნება” ქვეყანაზე აღარ ფიბრობს, მისი მთავარი ამოცნა არის თავი შეინარჩუნოს ხელისუფლებაში” – აცხადებს პოლიტოლოგი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.