“ოცნება ოცნებად დარჩა”… ოცნების 7 წელი – ტყუილების, გაღატაკების და ქვეყნის ნგრევის ხანა?

“უკვე შვიდი წელია ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1-ლი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელს მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს.

„ქართული ოცნება“ აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი და სწრაფვა კეთილდღეობისკენ.

კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია – განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით”-ნათქვამია ‘ქართული ოცნების” მიერ გუშინ, მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლისთავზე გავრცელებულ განცხადებაში, რასაც ოპოზიცია უტიფრობად აფასებს. 

რაც შეეხება ანალიტიკოსებს, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ “ოცნებამ” მართალია დაპირებების შესრულება ვერ უზრუნველყო, თუმცა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ხალხს მეტი თავისუფლება აქვს: 

“2012 წელს “ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების მოლოდინი ძალიან მაღალი იყო. სამწუხაროდ, ეს მოლოდინები ხელისუფლების მიერ სრულად რეალიზებული არ იქნა. ხელისუფლება მთლიანობაში ეფექტური არ არის. განსაკუთრებით რეგიონებში გახლავთ კვალიფიკაციისა ნაკლები დონზე. 2012 წელს “ქართული ოცნების“ მიერ სოფლის მეურნეობისა თუ სხვათა მიმართულებით უამრავი დაპირება გაიცა, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც მმართველმა პარტიამ გაატარა, ამ დაპირებების შესრულების საშუალებას არ იძლოდა. “ქართული ოცნების“ არცერთი მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმის გამტარებელი არ აღმოჩნდა. 7 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაბალი ტემპით ვითარდებოდა. “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება ის არის, რომ ყაჩაღი არ არის და წინა ხელისუფლების მსგავსად, არ ატერორებს ხალხს“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ “2020NEWS“-თან.

“7 წლის მანძილზე ქვეყანაში გაქრა შიშის სინდრომი ადრე დამოკლეს მახვილივით რომ ეკიდა მოქალაქეების თავზე, უფრო დემოკრატიული გახდა გარემო, მეტი თავისუფლებები მიიღეს სამოქალაქო სექტორმა და მედიამ. ამიტომ, ძალიან მეცინება მათზე ვინც დღეს საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებაზე ლაპარაკობს.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს 7 წელი იყო საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინებისა და იმედების გაცრუების და არაერთი შეუსრულებელი დაპირების პერიოდიც.დაუშვებლად მომატებულია კრიმინალის დონე და მიღებული ზომები ჯერჯერობით შედეგს ვერ იძლევა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა, ეს ყოველივე მმართველი პარტიისათვის განგაშის ზარია”-აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ინტერპრესნიუსთან”

მათი მმართველობის შვიდი წელი ძალიან წარუმატებელია, ანტიხალხოსნურია, თითოეული მოქალაქისთვის ბევრად დამძიმებული გარემოთ და ცხოვრებით, თუმცა სხვადასხვა ინსტრუმენტის და მექანიზმის წყალობით კვლავ ახერხებს მმართველი პარტიის სტატუსის შენარჩუნებას”-აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ოცნების 7 წელი – ოცნება ოცნებად დარჩა…

პოლიტოლოგი გია ნოდია: 

დღეს უკვე “ქართული ოცნები” ძალიან ერთგული მხარდამჭერების გარდა, ვეღარავინ ამბობს, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის თვალსაზრით ქვეყანაში რაიმე გაუმჯობესდა”

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.