“ოცნების” დიპლომატიური სკანდალი – აშშ ადასტურებს, რომ ბრინქსის საქართველოში ელჩად დანიშვნა ხელისუფლებამ დაბლოკა

“ქართული ოცნება” მორიგ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. აშშ-ის მოქმედმა მაღალჩინოსანმა ფიონა ჰილსმა კონგრესში გამოკითხვისას, კითხვაზე იყო თუ არა მის კარიერაში შემთხვევა, როდესაც ელჩის დანიშვნისას მოხდა ჩარევა რომელიმე ხელისუფლების მხრიდან ასეთ პრეცედენტად საქართველო დაასახელა.

მისი თქმით, ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურასთან დაკავშირებით, როდესაც ის საქართველოში ელჩად დასანიშნად განიხილებოდა “ქართული ოცნების” გუნდმა დაბლოკა, მიზეზად კი მიხეილ სააკაშვილთან ბრინქსის ახლო კონტაქტი დაასახელა.

ჰილის თქმით, ეს არის არასწორი არგუმენტი თუმცა, ბრინქსის კანდიდატურა მაინც შეჩერდა და ის არ დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩად.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.