“„ოცნების“ პოლიტიკურ იდიოტიზმამდე მისული მოქმედების შედეგად გამორიცხული არაფერია”

„კონგრესმენების წერილები, მათი კრიტიკა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მისამართით, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მათი კრიტიკის გამო ხელისუფლების დღეები დათვლილია. პირადად ივანივშილის მიმართ სანქციები ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ „ოცნების” სრულიად უგუნური და პოლიტიკურ იდიოტიზმამდე მისული მოქმედების შედეგად საბოლოოდ არაფერია გამორიცხული”, – ასე აფასებს ექსპერტი პეტრე მამარაძე დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბოლო დღეებში გახშირებულ კრიტიკულ მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც „ოცნება” ხელისუფლებას წარმოადგენს და „ოცნებამ” მთლიანად, მშრალი ანგარიშით წააგო სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან” დასავლეთთან ურთიერთობის სფეროში. „ოცნების” ამ უნიათობით მაქსიმალურად ისაგებლეს სააკაშვილის ყველა რჯულის „ნაცებმა”. ეს თავისი ხელით გააკეთა “ოცნებამ”, ამას ხაზს ვუსმევ.

„თუ დასავლეთის კრიტიკულ შენიშვნებს გავიხსენებთ წინა ხელისუფლებების მისამართით, დასავლელი ლიდერების მხრიდან ყოველთვის იყო უდიდესი პატივისცემა პირადად შევარდნაძის მიმართ. მას აღიარებდნენ მეოცე საუკუნის გამოჩენილ და პროგრესულ პოლიტიკოსად და სახელმწიფო მოღვაწედ. უმაღლეს შეფასებს აძლევდნენ იმას, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან შეძლო ქვეყანა ქაოსიდან ამოეყვანა; მახსვს 1998 წელს საქართველო დემოკრატიული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის რეფორმების ფლაგმანი გახდა, მაგრამ შემდეგ კორუფციის აღზევების კვალობაზე დასავლეთის მხრიდან გაისმა კრიტიკა.

„პირადად შევარდნაძეს კორუფციაში ბრალს არ სდებდნენ, მაგრამ მოუწოდებდნენ მიეღო ქმედითი ზომები კორუფციის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა და საქართველოს ბოლოს უკვე არშემდგარ ქვეყანას უწოდებდნენ.

„შევარდნაძის გადაგომას, ცხადია, დასავლეთი არ ითხოვდა და ამერიკის ელჩმა რიჩარდ მაილსმა კიდევაც გააფრთხილა „ვარდების რევოლუციის” ლიდერები, რომ თუ ისინი აიძულებდნენ შევარდნაძეს გადამდგარიყო, თვითონ მერე ძალიან ცუდად დაამთავრებდნენ თავის პოლიტიკურ კარიერას…

„სააკაშვილის დროს ვითარება სხვაგვარი იყო. დასავლეთის ქვეყნებში მწვავე ანგაიშები მზადდებოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე; ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვვებზე, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებდა ასეთ ანგარიშებს. პირად შეხვედრებშიც სააკაშვილს მკაცრად ეუბნებოდნენ ყველაფერს.

„სააკაშვილი გადადგა 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, სწორედ მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკას ნამდვილად არ მოუთხოვია სააკაშვილის გადაგომა, მაგრამ კრიტიკა იმდენად მძაფრი იყო, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ნდობის აღსადგენად სააკაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება გადამდგარიყო. ბოლო პერიოდში კი ისევ პირად შეხვედრებში და შემდეგ ობამამ საჯაროდ განაცხადა, რომ უნდა მომხდარიყო ხელისუფლების გადაცემა. ჰილარი კლინტონი კი პირადად სააკაშვილან შეხვედრისას ამბობდა, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში რომ „გაიმარჯვოთ”, ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია. ასე იყო მაშინ.

„დღეს კონგრესმენების წერილები, მათი კრიტიკა ივანიშვილისა და მმართველი დაჯგუფების „ოცნების” მისამართით არ ნიშნავს იმას, რომ ამ კრიტიის გამო ხელისუფლების დღეები დათვლილია, მაგრამ “ოცნებამ” დაკარგა ნდობა და ადამიანური ურთიერთობებები დასავლეთის და პირველ რიგში ამერკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ტრამპის ადმინისტრაცია არაპროგნოზირებადია, ამაზე წერენ თავად ამერიკის წამყვანი მეცნიერები, ამიტომ მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ამ ეტაპზე ივანიშვილის მიმართ სანქციები ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ „ოცნების” სრულიად უგუნური და პოლიტიკურ იდიოტიზმამდე მისული მოქმედების შედეგად საბოლოოდ არაფერია გამორიცხული”, – განაცხადა „რეზონანსთან” პეტრე მამრაძემ.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.