“ოცნების“ ყველა წინასაარჩევნო დაპირება სრული ფიასკოთი დასრულდა – ჭიჭინაძე


„ოცნების“ ყველა წინასაარჩევნო დაპირება სრული ფიასკოთი დასრულდა და არ შეიძლება შვიდი წელი იმაზე საუბრობდე, რომ კარგი იყო 2012 წელი – ამის შესახებ განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

„თანამდებობა ხალხის ძარცვის ინდულგენციას არ აძლევს ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, მითუმეტეს როდესაც ასე ძალიან გვინდა რომ დასავლეთს დავემსგავსოთ. დემოგრაფიული კატასტროფა, ქვეყნიდან წასული მოსახლეობა, სიღარიბე, გაზრდილი ინფლაცია, ლარის კურსი აი ეს უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა 2016 წელს და რა თქმა უნდა დაძლეული.

თუმცა, 2012 წელსაც იყო პირობა სამართლიანობის აღდგენა და ვხედავთ როგორმა უსამართლობამაც დაისადგურა. 2018 წელი საერთოდ რადიკალური ცვლილებების წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გავიდა ერთი წელი და ყველაფერი თავდაყირა დადგა. მოკლედ, „ოცნების“ ხელისუფლების ყველა წინასაარჩევნო დაპირება სრული ფიასკოთი დასრულდა და არ შეიძლება შვიდი წელი იმაზე საუბრობდე, რომ კარგი იყო 2012 წელი. დიახ, 2012 ნამდვილად კარგი წელი იყო, „ნაციონალების“ მმართველობა დასრულდა, მაგრამ თუ დღეს  უკვე „ოცნების“ ხელისუფლება გახდა  ხალხისთვის პრობლემა, ცვლილება ნამდვილად იქნება, მაგრამ არა სააკაშვილის მეშვეობით! რადგან, სააკაშვილმა ყველა რესურსი ამოწურა, აბსოლუტურად აცდენილია არსებულ რეალობას და რაც მთავარია, ის აღარც „ნაცებს“ სჭირდებათ და „აღარც ევროპულ საქართველოს. „ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.