“ოცნების შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა”

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და სპიკერატში გადაინაცვლოს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. მისი თქმით, მმართველი გუნდის ყველა დეპუტატი ერთად ასრულებენ ნოტარიუსის ფუნქციას ბიძინა ივანიშვილისთვის და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, სად იქნება

„მთლიანად პარლამენტი „ქართული ოცნების“ ნაწილი არის ფაქტიურად ნოტარიალური ბიურო რომელიც აბსოლუტურად ყველა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას აფორმებდა. მე მინდა ვთქვა, რომ ოხანაშვილი პირადად იყო აქტიური მონაწილე იმისა, რომ ხორავას კომისიის შედეგები არ განხორციელებულიყო. არ  ვიცი ახლა ამისთვის აწინაურებენ თუ რა მიზეზია, თუმცა ფაქტია, რომ ოცნების შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა რაც კრიზისის გარდაუვალი ნიშანია.“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს ბესელიას, გადადგომის შემთხვევაში,  კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.