“ოცნების” ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით – მაღრაძე

ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით – ეს განცხადება დავით მაღრაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას გააკეთა.

მაღრაძე წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მოძრაობის, “დაიცავი საქართველოს” გააქტიურებას აპირებს. როგორც მან განაცხადა, ამ მიზნით უკვე დაუკავშირდა მოძრაობის აქტურ წევრებს:

“მთელი განზრხვა იყო სამართლიანობის განცდა. სამართლიანობის მოთხოვნილება. ახლა როდესაც განვაცხადე, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა გავათავისუფლოთ ივანიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირების ჩარჩოდან-მეთქი, ამაში ვგულისხმობდი იმას, რომ ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით. ამის მერე ამ დაპირისპირებამ შინაარსი დაკარგა, ჩამოიშალა ამ შინაარსისგან”, – განაცხადა დავით მაღრაძემ “რეაქციაში”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.