პაატა იმნაძე: წითურას გავრცელების შანსი დიდია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში წითურას გავრცელების შანსი დიდია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

იმნაძე მშობლებს ვირუსების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებსაც აძლევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ურჩევს, ბავშვებს სავალდებულო აცრები ჩაუტარონ.

“შემოდგომის სეზონზე, მშობლებმა ყურადღება ისეთ დაავადებებზე უნდა გაამახვილონ, როგორებიცაა წითელა და წითურა. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია გაირკვეს არის, თუ არა ბავშვი აცრილი. თუ მოზარდს რომელიმე გეგმიური აცრა გამოტოვებული აქვს,  აუცილებელია, მისი დაუყოვნებლივ აცრა’’, – განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და ბაღებს მოუწოდებს ჰიგიენური წესები დაიცვან.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: