პაატა სალია: „რუსთავი 2“-ის გაკოტრების საფუძველი არსებობს – დაიწყო ივანიშვილის “ოცნების” მიერ დასახული გეგმის განხორციელება?

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და მოსალოდნელ რისკებს ასახელებს. მისი თქმით,  არხზე კატასტროფული სიტუაცია დახვდათ.

“კატასტროფული სიტუაცია დაგვხვდა, კომპანიას ათეულობით მილიონის დავალიანება აქვს, როგორც საგადასახადო, ასევე კრედიტორების: წყლის კომპანიის, სატელიტური კომპანიის და ა.შ.. მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, კომპანიის მენეჯმენტი არ იყო კომპანიის ინტერესებისკენ მიმართული და არსებული მდგომარეობა აჩენდა ბევრ კითხვას, რის გამოც პროკურატურას მივმართე. ალბათ, გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ მოხდა მის საკუთრებაში კომპანია ინტერმედიის მეშვეობით დიდი ოდენობით უძრავი ქონება” – ამბობს სალია.

“პალიტრის” კითხვაზე, ხომ არ არის საშიშროება, რომ ამ დავალიანების გამო ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს პაატა სალია პასუხობს:

„არ გვინდა, თუმცა ფაქტობრივი საფუძველი არსებობს“.

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.