პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული

ძვე­ლი რუ­კე­ბის ექ­სპერ­ტი და რუ­კე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე AMBEBI.GE-ს უძ­ვე­ლეს რუ­კას აწ­ვდის, რო­მელ­ზეც და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი პირ­ვე­ლად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი. აი, რას გვი­ამ­ბობს სპე­ცი­ა­ლის­ტი რუ­კის შე­სა­ხებ:

გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე:

– ეს ერ­თა­დერ­თი ძვე­ლი რუ­კაა, სა­დაც კარ­გად ჩანს გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი. და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტე­რი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გი­ი­ომ დე­ლი­ლი­სა (Guillaume Delisle) და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თობ­ლივ რუ­კა­ზე, რო­მე­ლიც 1723 წელს პა­რიზ­ში გა­მო­ი­ცა. რუ­კა­ზე და­ტა­ნი­ლია და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი და სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ მო­სა­ზღვრე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან – შირ­ვან­თან და გან­ჯას­თან. იმ დროს ეს სპარ­სე­თის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი, ფე­ო­და­ლუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი გახ­ლდათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუკა ყვე­ლა­ზე ძვე­ლია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ვით გა­რე­ჯა და მთლი­ა­ნად ჩვენს სა­ზღვრებ­შია ყა­რა­ი­ას ველი, გა­რე­ჯის ქედი, მტკვრის და იო­რის შე­სარ­თა­ვი.

გი­ი­ომ დე­ლილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა სპარ­სე­თის შა­ჰის კარ­ზე საფ­რან­გე­თის სამი ელ­ჩის – კრუ­ზი­უ­სის, ზუ­რა­ბე­კი­სა და ფაბ­რი­ცი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით შე­ავ­სო და რუ­კას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია და კას­პი­ის­პი­რე­თი და­უ­მა­ტა.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, რუკა ფრან­გმა კარ­ტოგ­რაფ­მა გი­ი­ომ დე­ლილ­მა 1723 წელს პა­რიზ­ში გა­მოს­ცა. კას­პი­ის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ქვეყ­ნე­ბის რუკა რომ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლებს ეფუძ­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­კის სა­თა­ურ­ში: “შედ­გე­ნი­ლია მე­ფის გან­კარ­გუ­ლე­ბით ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის სულ­ხან-სა­ბას (Soskam-Sabbas) ხელ­ნა­წე­რი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აგ­რეთ­ვე სპარ­სე­თის სა­ელ­ჩოს ელ­ჩე­ბის – კრუ­ზი­უ­სის, ზუ­რა­ბე­კი­სა და ფაბ­რი­ცი­უ­სის მიერ”.

ეს რუკა შემ­დგომ ამ­სტერ­დამ­შიც გა­მოს­ცა ჟუ­ა­ნეს კო­ვენ­სი­სას და კორ­ნე­ლის მორ­ტი­ეს კარ­ტოგ­რა­ფი­ულ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ან­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით ევ­რო­პა­ში 1713-1716 წლებ­ში იმოგ­ზა­უ­რა. 1714 წელს ლუ­დო­ვი­კო XIV-ს შეხ­ვდა და ვახ­ტანგ VI-ის წე­რი­ლი გა­დას­ცა, აგ­რეთ­ვე ალ­ბათ რუ­კაც, რო­მე­ლიც შემ­დგომ დე­ლილ­მა შევ­სე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სამი ელ­ჩის ცნო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დე­ლი­ლის ეს რუკა აღ­წე­რი­ლი აქვთ გრი­გოლ ზარ­და­ლიშ­ვილს, ირაკ­ლი მა­თუ­რელ­სა და გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს.

ნა­ბეჭ­დი რუ­კის ერთი ეგ­ზემპლა­რი ინა­ხე­ბა ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტში, ასე­ვე კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში. ეჭვს არ იწ­ვევს, რომ რუ­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო) ნამ­დვი­ლად სულ­ხან-სა­ბას ეკუთ­ვნის: ქარ­თლის ის ნა­წი­ლი, სა­დაც ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის მა­მუ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობ­და, რუ­კა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ზუს­ტით არის და­ტა­ნი­ლი, აგ­რეთ­ვე და­ტა­ნი­ლია ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეც. და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა ზემო იმე­რეთ­ზე გა­დის. ქო­ბუ­ლე­თი წარ­მო­ჩე­ნი­ლია, რო­გორც მთა­ვა­რი ნავ­სა­ყუ­დე­ლი.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შემ­დეგ, ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის შრო­მებ­მა, რომ­ლე­ბიც უმალ­ვე გავ­რცელ­და ევ­რო­პა­ში, ერ­თბა­შად გა­ზარ­და ევ­რო­პელ კარ­ტოგ­რაფ­თა წარ­მოდ­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ა­ზე, რა­მაც თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ევ­რო­პუ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

ambebi.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.