პარლამენტის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები საფეხბურთო ტურნირზე ფინალში გავიდნენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ფინალში გავიდნენ.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს პარლამენტის გუნდმა ორი წარმატებული თამაში გამართა.

ქართულმა გუნდმა დღეს ორი შეხვედრა გამართა, პირველი თამაში რუმინეთის პარლამენტის გუნდთან, ანგარიშით 7:1 მოიგო, ხოლო უკრაინის რადას გუნდთან გამართული თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის მხარეს მადლობას უხდის.

“უღრმესი მადლობა თურქეთის პარლამენტს, მათ შესანიშნავ ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი, საპარლამენტო გუნდებს შორის იმართება ტურნირები. ამჯერად ექვსი ქვეყნის საპარლამენტო გუნდი მონაწილეობს და დღეს უკრაინის და რუმინეთის გუნდებს შევხვდით. საბედნიეროდ ჩვენ შევძელით რუმინეთის დიდი ანგარიშით დამარცხება და უკრაინასთან ფრე დავასრულეთ თამაში, რის შედეგადაც გავედით ფინალში. ხვალ მასპინძელი მხარის, თურქეთის საპარლამენტო გუნდს ვხვდებით და ვიმედოვნებთ, რომ საინტერესო შეხვედრა გველის. რაც შეეხება ჩვენს გუნს, ყველანი მოტივირებულები ვართ და იმედია, რომ ხვალ ღირსეულად გამოვალთ და ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ქართველი პარლამენტარების გუნდი ერთი მოგებით და ერთი ფრით ტურნირის ფინალშია და ხვალ, მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის საპარლამენტო გუნდს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 2:2, ხოლო უნგრეთის გუნდთან თამაში ანგარიშით 2:0 მოიგო.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.