პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში, პარასკევს დაიხურება

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომები 28,29 ივნისსაც გაგრძელდებ. პარასკევს, 29 ივნისს კი, საგაზაფხულო სესია დაიხურება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარული სხდომის კვირაში, რიგ საკითხებთან ერთად, დეპუტატები კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებულ კანონპროექტებსა და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ფრაქცია „საქართველოს პარტრიოტებმა“ პარლამენტში შემოიტანეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც 2 ივლისის ბიუროს დღის წესრიგში შევა.

პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, მთავრობამ პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი გადაუგზავნა. კანონპროექტების დამტკიცების შემდეგ კი, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს ნდობის გამოსაცხადებლად.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.