პარლამენტის ფრაქციებმა და კომეტეტებმა შესაძლოა, მინისტრები ვეღარ დაიბარონ – ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს

კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილებას ეხება დღეს რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრიან. ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები მნიშვნელოვნად ეზრდება, მათ შორის პარლამენტი ვალდებულია გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და მოითხოვოს მისგან ყოველწლიურის გარდა, ინტენსიურ რეჟიმში ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. კანონპროექტი მიუღებელია ოპოზიციისთვის და ამის მიზეზი ის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც ფრაქციებისადა კომიტეტების სხდომაზე კანონმდებლებს მინისტრთა კაბინეტის წევრების დაბარების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

“ცდილობენ რომ კომფორტი შეუქმნან თავიანთ გუნდს და მთავრობას,”-აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას თავს ვერ ართმევს და მისი როლი დაკნინებულია.

“ხდება სრულიად დაკნინება ოპოზიციისა და ფრაქციების როლისა,”-აცხადებს გოცირიძე.

უმრავლესობაში კი ოპონენტებს არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ ცვლილებების თანახმად, რიგი საკითხების უკეთესად დარეგულირება მოხდება.

“ეს მიდგომა მათი მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.